Tuesday 25 October 2016


10. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

დაგეგმვა
რა პრობლელმის მოგვარებას ვაპირებთ:

მოსწავლეებმა შეძლონ პროდუქტის შექმნა მიღებული ცოდნის და უნარ-ჩვევების გამოყენებით, გაუზიარონ ის სხვა ასაკობრივ ჯგუფებს და ითანამშრომლონ მათთან

მომზადება:

სურათებს გადავუღებ მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობის დროს, ასევე მათ ნამუშევრებს და ნახატებს. გადაღებულ სურათებს გადავიტან მათ საქაღალდეებში. პრინტერისთვის მოვიმარაგებ ფურცლებს.

განხორციელება:
·                      სამივე კლასს გავიყვანთ ტყეში, სადაც მოხდება მათი უკეთ გაცნობაბუნებაზე დაკვირვება. ჯგუფურად შექმნიან პატარა ზომის ტექსტს. შეაგროვებენ ბუნებრივ მასალას ხელოვნების გაკვეთილებისთვის;
·                      ბუნებრივი მასალებით შექმნიან ნამუშევრებს;
·                      ამოჭრილი სურათებით ჯგუფში შექმნიან კოლაჟებს, რომელიც კავშირშია ტყეში შედგენილ ტექსტთან;
·                      paint-ში შექმნან ნახატი, რომელიც, ასევე კავშირშია ტექსტთან;
·                      powerpoint-ში სლაიდებზე გაანაწილონ და აკრიფონ ტექსტი, შექმნან ყდა, მიუწერონ საკუთარი სახელი და გვარი (მასწავლებლის მითითებებით );
·                      გამოიყენებენ საკუთარ საქაღალდეს (რომელშიც მუშაობის ამსახველი და მათი ნამუშევრების სურათებია განთავსებული ჩემს მიერ ) და სლაიდებზე, ტექსტების გვერდით ატვირთავენ სასურველ სურათს(ორი თემატური ერთეული ) ;
·                      printer-ის გამოყენებით ამობეჭდავენ საკუთარ ნამუშევარს;
·                      ფურცლებით აკინძავენ "წიგნს";
·                      მოაწყობენ წიგნების გამოფენას.


წარდგენა

მოსწავლეებმა უნდა მოაწყონ "წიგნების" გამოფენა, განხილვა და შეფასება.

შეფასება

მოსწავლეებთან შეთანხმებული შეფასების რუბრიკის შესაბამისად, ვაფასებ პროექტის
განხორციელებასა და მიღწეულ შედეგს

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ-;
ქართული;
ბუნება;
ხელოვნება.