Tuesday 25 October 2016


10. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

დაგეგმვა
რა პრობლელმის მოგვარებას ვაპირებთ:

მოსწავლეებმა შეძლონ პროდუქტის შექმნა მიღებული ცოდნის და უნარ-ჩვევების გამოყენებით, გაუზიარონ ის სხვა ასაკობრივ ჯგუფებს და ითანამშრომლონ მათთან

მომზადება:

სურათებს გადავუღებ მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობის დროს, ასევე მათ ნამუშევრებს და ნახატებს. გადაღებულ სურათებს გადავიტან მათ საქაღალდეებში. პრინტერისთვის მოვიმარაგებ ფურცლებს.

განხორციელება:
·                      სამივე კლასს გავიყვანთ ტყეში, სადაც მოხდება მათი უკეთ გაცნობაბუნებაზე დაკვირვება. ჯგუფურად შექმნიან პატარა ზომის ტექსტს. შეაგროვებენ ბუნებრივ მასალას ხელოვნების გაკვეთილებისთვის;
·                      ბუნებრივი მასალებით შექმნიან ნამუშევრებს;
·                      ამოჭრილი სურათებით ჯგუფში შექმნიან კოლაჟებს, რომელიც კავშირშია ტყეში შედგენილ ტექსტთან;
·                      paint-ში შექმნან ნახატი, რომელიც, ასევე კავშირშია ტექსტთან;
·                      powerpoint-ში სლაიდებზე გაანაწილონ და აკრიფონ ტექსტი, შექმნან ყდა, მიუწერონ საკუთარი სახელი და გვარი (მასწავლებლის მითითებებით );
·                      გამოიყენებენ საკუთარ საქაღალდეს (რომელშიც მუშაობის ამსახველი და მათი ნამუშევრების სურათებია განთავსებული ჩემს მიერ ) და სლაიდებზე, ტექსტების გვერდით ატვირთავენ სასურველ სურათს(ორი თემატური ერთეული ) ;
·                      printer-ის გამოყენებით ამობეჭდავენ საკუთარ ნამუშევარს;
·                      ფურცლებით აკინძავენ "წიგნს";
·                      მოაწყობენ წიგნების გამოფენას.


წარდგენა

მოსწავლეებმა უნდა მოაწყონ "წიგნების" გამოფენა, განხილვა და შეფასება.

შეფასება

მოსწავლეებთან შეთანხმებული შეფასების რუბრიკის შესაბამისად, ვაფასებ პროექტის
განხორციელებასა და მიღწეულ შედეგს

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ-;
ქართული;
ბუნება;
ხელოვნება.


პროექტი - შემოდგომა და ჩემი ფანტაზია
1. პროექტის სახელწოდება: შემოდგომა და ჩემი ფანტაზია;
2. პროექტის მთავარი იდეა: ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების,თანატოლების და მასწავლებლის დახმარებით;
3. პროექტის აქტუალობაპროექტი აქტუალურია, რადგან ხელს შეუწყობს მოსწავლის ჩართულობას შემოქმედებით პროცესში, სადაც იგი პრაქტიკულად გამოიყენებს მიღებულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს,გაუზიარებს მათ თანატოლებს,  კონკრეტულად - powerpoint-ში ააწყობს, ამობეჭდავს და წიგნად აკინძავს შემოდგომის თემაზე შექმნილ საკუთარ და ჯგუფურ ნამუშევრებს
4. აქტივობის მიზნები და შედეგები
·                      ის  ტექნ.I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება;

) იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;

) ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში (მაგალითად, ქმნის ნახატს);
·                      სეზონური ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება;
·                      მასალის ვიზუალური აღქმა და ტექსტის შექმნა;
·                      მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება (ნახატებით, ბუნებრივი მასალისგან შექმნილი ნაკეთობების და კოლაჟის სურათებით და ..) ;
·                      გარემოში საგნებზე, ობიექტებზე და მოვლენებზე დაკვირვება და შედეგის ასახვა ნამუშევარში (ბუნებრივი მასალებით);
·                      შთაბეჭდილების და წარმოსახვის მეშვეობით ნამუშევრის შექმნა.

5. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
·                      ქართ.III 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.

მასწავლებლის დახმარებით შეადგენს საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს) ნაცნობი სიუჟეტის გადმოსაცემად;

·                      ბუნ.III 8. მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.

ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, ქარი,..) და აღწერს მათ.
·                      .. III.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.

ნახატში გადმოსცემს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებას;

გამოხატავს შესაბამისი ფერით წელიწადის დროს და ამინდს.
·                      .. III.4. მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.

6. მონაწილეთა ასაკი:5,6,7,8,9 წელი;

7. ვადები/ხანგრძლივობა10 თემატური ერთეული;

8. მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები მიეჩვევიან სხვა კლასებთან ერთად პრობლემაზე მუშაობას და მათზე ზრუნვას; პრაქტიკულად გამოიყენებენ მიღებულ უნარ-ჩვევებს და გაუზიარებენ მათ სხვებს; საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით შექმნიან საკუთარი შრომის ამსახველ წიგნებს და მოაწყობენ ამ წიგნების გამოფენას


9. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ინფორმატიკის კაბინეტი, powerpoint- და paint პროგრამა, ფოტოაპარატი, ტყიდან მოტანილი ბუნებრივი მასალა ნაკეთობების შესაქმნელად, მოსწავლეთა მიერ მოტანილი სურათები კოლაჟისთვის, პრინტერი და თაბახის ფურცლები. პროექტში  მონაწილე კლასები  და მათი  ხელმძღვანელები.