Tuesday, 25 October 2016

პროექტი - შემოდგომა და ჩემი ფანტაზია
1. პროექტის სახელწოდება: შემოდგომა და ჩემი ფანტაზია;
2. პროექტის მთავარი იდეა: ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების,თანატოლების და მასწავლებლის დახმარებით;
3. პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან ხელს შეუწყობს მოსწავლის ჩართულობას შემოქმედებით პროცესში, სადაც იგი პრაქტიკულად გამოიყენებს მიღებულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს,გაუზიარებს მათ თანატოლებს,  კონკრეტულად - powerpoint-ში ააწყობს, ამობეჭდავს და წიგნად აკინძავს შემოდგომის თემაზე შექმნილ საკუთარ და ჯგუფურ ნამუშევრებს; 
4. აქტივობის მიზნები და შედეგები: 
·                      ის  ტექნ.I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება;

ა) იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;

ბ) ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში (მაგალითად, ქმნის ნახატს);
·                      სეზონური ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება;
·                      მასალის ვიზუალური აღქმა და ტექსტის შექმნა;
·                      მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება (ნახატებით, ბუნებრივი მასალისგან შექმნილი ნაკეთობების და კოლაჟის სურათებით და ა.შ.) ;
·                      გარემოში საგნებზე, ობიექტებზე და მოვლენებზე დაკვირვება და შედეგის ასახვა ნამუშევარში (ბუნებრივი მასალებით);
·                      შთაბეჭდილების და წარმოსახვის მეშვეობით ნამუშევრის შექმნა.

5. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
·                      ქართ.III 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.

√ მასწავლებლის დახმარებით შეადგენს საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს) ნაცნობი სიუჟეტის გადმოსაცემად;

·                      ბუნ.III 8. მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.

√ ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, ქარი,..) და აღწერს მათ.
·                      ს.გ. III.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.

√ ნახატში გადმოსცემს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებას;

√ გამოხატავს შესაბამისი ფერით წელიწადის დროს და ამინდს.
·                      ს.გ. III.4. მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.

6. მონაწილეთა ასაკი:5,6,7,8,9 წელი;

7. ვადები/ხანგრძლივობა: 10 თემატური ერთეული;

8. მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები მიეჩვევიან სხვა კლასებთან ერთად პრობლემაზე მუშაობას და მათზე ზრუნვას; პრაქტიკულად გამოიყენებენ მიღებულ უნარ-ჩვევებს და გაუზიარებენ მათ სხვებს; საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით შექმნიან საკუთარი შრომის ამსახველ წიგნებს და მოაწყობენ ამ წიგნების გამოფენას. 


9. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ინფორმატიკის კაბინეტი, powerpoint-ი და paint პროგრამა, ფოტოაპარატი, ტყიდან მოტანილი ბუნებრივი მასალა ნაკეთობების შესაქმნელად, მოსწავლეთა მიერ მოტანილი სურათები კოლაჟისთვის, პრინტერი და თაბახის ფურცლები. პროექტში  მონაწილე კლასები  და მათი  ხელმძღვანელები.

No comments:

Post a Comment